- პროექტის სახელი : ფიზიკა ყველგან და ყოველთვის
- პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: ფიზიკის როლი ჩვენს ყოფა–ცხოვრებაში
- პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ინტერნეტში და სხვადასხვა წყაროებში მოიძიებენ მასალებს. სადაც კარგად ჩანს ფიზიკის როლი. დააკვირდებიან საკუთარ მექანიკურ თუ ელექტროხელსაწყოებს.დააკვირდებიან ბუნებას, ბუნებრივ მოვლენებს.გაეცნობიან ტექნოლოგიებს.ჩაატარებენ კვლევას თემაზე: "ფიზიკა ყველგან და ყოველთვის ". გააკეთებენ შესაბამის დასკვნებს
- მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი
- ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
- პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება წიგნებში,ინტერნეტში,ყოფა–ცხოვრებიდან,კვლევა,დისკუსია.
- მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ინფორმაციის მოძიების,კვლევის წარმოების,დაკვირვების უნარ–ჩვევებს.ეს მათ ფიზიკის შესწავლის წყურვილს გაუღვიძებს.
- სარგებელი სხვებისათვის: გაუჩნდეთ ფიზიკის, როგორც პრაქტიკული მეცნიერების შესწავლის სურვილი.
- სამუშაო ენა: ქართული
пятница, 14 мая 2010 г.
Подписаться на:
Комментарии (Atom)